თამარ ჩერგოლეიშვილი - ხალხი ისევ დგას, საზოგადოება გაუტეხელია, ივანიშვილს მანევრი აღარ დარჩა - 2026 წელი უნდა იყოს რეჟიმის ცვლილების წელი

ჩვენი მოკავშირეების ინტერესი რეგიონის მიმართ გაზრდილია და ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს რა ხდება საქართველოში, როცა ამ რეგიონში თავისუფალი სამყაროს ინტერესი იზრდება - ხდება რეჟიმის ცვლილება. 2026 წელი უნდა იყოს რეჟიმის ცვლილების წელი, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია, არის საზოგადოების გაუტეხლობის დემონსტრირება.

„არასდროს ქართველი ხალხი იმედს არ მიცრუებს. ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ამდენი რეპრესიის მიუხედავად, ამდენი შეურაცხყოფის, დამცირების მიუხედავად, ხალხი ისევ დგას, საზოგადოება ისევ გაუტეხელია. ივანიშვილს მანევრი აღარ დარჩა. უწევს ცალ ფეხზე სირბილი და გადამტერებულ მოკავშირეებთან ურთიერთობის აღდგენის ხვეწნა. ჩვენი მოკავშირეების ინტერესი ამ რეგიონის მიმართ გაზრდილია და ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, რა ხდება საქართველოში, როცა ამ რეგიონში თავისუფალი სამყაროს ინტერესი იზრდება - ხდება რეჟიმის ცვლილება. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციაც თბილისშია და ისინი უყურებენ ალტერნატივას, უყურებენ წინააღმდეგობას. ტრამპის წერილიც ნახეთ ხომ?! 2026 წელი უნდა იყოს რეჟიმის ცვლილების წელი, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს უსაფრთხოებას და საქართველოს კეთილდღეობას ვერ დავიცავთ, ეს არის ამერიკის მტრების ირანის მოკავშირე რეჟიმი“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს