დავით გამყრელიძე - მიხარია, რომ ამ რაოდენობით ხალხი გამოვიდა, რათა დააფიქსიროს დამოკიდებულება 26 მაისის მიმართ, ასევე, პროტესტი და წინააღმდეგობა ანტიდასავლური, ანტიევროპული და პრორუსული კურსის მიმართ, რასაც ხელისუფლება ატარებს

მიხარია, რომ დღეს ამ რაოდენობით ხალხი გამოვიდა, რათა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება, პირველ რიგში, 26 მაისის მიმართ და ამავე დროს, დააფიქსიროს პროტესტი და წინააღმდეგობა ანტიდასავლური, ანტიევროპული და პრორუსული კურსის მიმართ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა.

გამყრელიძის თქმით, ძალიან სამარცხვინო იყო ხელისუფლების საქციელი, როდესაც შეეცადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, აზრის გამოხატვა აეკრძალა.

“26 მაისი არის საოცარი დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც აბსოლუტურად ყველასია. ძალიან სამარცხვინო იყო ის საქციელი, როდესაც ხელისუფლება შეეცადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც დღევანდელი კურსი და დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, აზრის გამოხატვა აეკრძალა. იყო მუქარა, იყო ხელის შეშლა თუნდაც აპარატურის განთავსებასთან დაკავშირებით. რატომღაც ყველა ხელისუფლების სენია, რომ მიითვისონ და ყველა მთავარი სიმბოლოს პრივატიზება გააკეთონ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო არის 26 მაისი. 26 მაისს ვერავინ ვერ მიითვისებს - ეს დღე ქართველი ხალხის საკუთრებაა, ეს დღე ყველასია - ჩვენია“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს