გაერო-ს წევრი 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებასა და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარებს გმობს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერებას, - ამის შესახებ გაერო-ს წევრი 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაავრცელა.

გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება უკრაინის, ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, კანადის, კოსტა-რიკის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფიჯის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მარშალის კუნძულების, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მოლდოვის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სახელით გაავრცელა.

„გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალ და საშინელ დონეს მიაღწია, კერძოდ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების კიდევ უფრო გაძლიერებით. მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ობიექტებისა და უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ქვეყნები რუსეთის მიერ კიევში დიპლომატიური დაწესებულებებისა და საელჩოების წინააღმდეგ მუქარას გმობენ.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და უზრუნველყოს მთელი თავისი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს