გიგა ლემონჯავა - ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების  დასახმარებლად - სოლიდარობა და მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს

დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად - სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, შექმნილია QR კოდი, სადაც მსურველებს შეუძლიათ გადარიცხონ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანონ „პოლიტპატიმრების დახმარებაში“.

„იმ ადამიანებს, ვინც აქ შევიკრიბეთ და მათ, ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თქვენ ტელეეკრანებთან ხედავთ QR კოდს, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანებმა - სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. აქ თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ მცირედი თანხა და დიდი წვლილი შეიტანოთ პოლიტპატიმრების დახმარებაში. საბოლოო ჯამში - სოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის ერთადერთი გზა, რომელიც გაგვამარჯვებინებს!“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს