ანდრეი სიბიგა - მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა

დღეს, ვენაში, უკრაინის მოთხოვნით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოსა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის სპეციალური ერთობლივი სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ერთობლივ შეხვედრაზე განხილული იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით თავდასხმები, ასევე, მოსკოვის უახლესი მუქარები. ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ“, - წერს სიბიგა X-ზე.

ანდრეი სიბიგას თქმით, შეხვედრის მოწვევის მიზნით ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას აფასებს.

„პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც დღეს გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს