თენგო თევზაძე - მინდა გკითხოთ - ემიგრანტების, პოლიტიკური ლიდერების: ნიკა მელიას, ელენეს, მიშას, ლევანის და სხვების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი?! მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი?

გაუმარჯოს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე! ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს! - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” წევრმა თენგო თევზაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თევზაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, არ უნდა დაივიწყონ პოლიტიკოსები, "რომლებიც არიან პოლიტიკურ დევნაში".

"დღეს გვაერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ჩემი წინა გამომსვლელი საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რასაც ემიგრაცია ჰქვია. საქართველო იცლება და მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი. აქ მყოფ ადამიანებს მინდა გკითხოთ - ემიგრანტების, ჩვენი თანამემამულეების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი?! მინდა გკითხოთ, ჩვენი პოლიტიკური ლიდერების: ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მიშას, ლევანის და სხვების გარეშე არჩევნები იქნება სამართლიანი?! მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკოსები, რომლებიც არიან პოლიტიკურ დევნაში. მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას გარეშე არჩევნები იქნება თავისუფალი?! ასევე, არჩევნები იქნება თავისუფალი დამკვირვებლის გარეშე?! ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხომ იქნება არჩევნები თავისუფალი?! გაუმარჯოს საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე! ჩვენ ჩამოვშლით ამ რეჟიმს! თქვენ ჩამოშლით ამ რეჟიმს და ამ ქვეყანაში არ გვეყოლება პოლიტპატიმრები! არ გვეყოლება ემიგრაციაში წასული ამდენი ადამიანი! ჩვენ შევძლებთ თავისუფალი, ერთიანი საქართველოს აშენებას! თქვენ გაგიმარჯოთ ქართველებო! ბიძინა წადი! წადი!

მშვიდობანი პროტესტი გაგრძელდება. უწყვეტი პროტესტის მონაწილეების პროტესტი გრძელდება მთელი ძალით! გადავდივართ შეტევაზე! " - განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს