თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩვენ შევცვლით რეჟიმს, ქართველი ხალხი საუკეთესოს იმსახურებს და საუკეთესოს მიიღებს

ჩვენ, შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის მარცხით, მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმოს. ამ შესაძლებლობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიყენებს, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჩერგილეიშვილმა განმარტა, ქართველი ხალხი საუკეთესოს იმსახურებს და მიიღებს კიდეც მას.

"მეგობრებო, ძალიან ბევრნი ხართ და ვიცოდი, რომ ძალიან ბევრნი იქნებოდით. გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ძალიან მალე, ეს დღე სრულყოფილ საქართველოში აღგვენიშნოს, ისეთში, როგორიც რუსთაველმა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აღწერა.

მეგობრებო, ჩვენ ყველას გვაერთიანებს სიცოცხლის სიყვარული, უპირველსად სწორედ სიცოცხლის სიყვარულმა შეგვაქმნევინა სახელმწიფო. ჩვენ ვერ ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ თავისუფლად, ჩვენ ვერ შევქმნით დოვლათს და ჩვენ ვერ გვექნება, ვერ დავგეგმავთ მომავალს, თუ არ ვიცით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე უსაფრთხოდაა და სახელმწიფო მას იცავს, იცავს გარე მტრებისგან და შიდა საფრთხეებისგან და რაც მთავარია, იცავს საკუთარი თავისგან, რადგან სახელმწიფოს შეუძლია თავად იქცეს საფრთხედ მოქალაქისთვის. სწორედ ასეთ რეჟიმს ვხედვათ ახლა ჩვენ, რომელმაც სახელმწიფო ჩვენთვის საფრთხედ აქცია, რომელმაც ჩვენს მეგობრებს ზურგი აქცია და ტერორისტულ რეჟიმებს აჯეჯილებს ჩვენს ტეტირორიაზე, მაგრამ საფრთხის გარდა, ჩვენ შესაძლებლობების წინაშე ვდგავართ, რუსეთი სუსტდება, მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება.... და ჩვენ ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის მარცხით მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმოს. ამ შესაძლებლობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიყენებს, ამ შესაძლებლობის გამოყენებას რეჟიმის ცვლილება სჭირდება, და ჩვენ შევცვლით რეჟიმს, რადგან ქართველი ხალხი საუკეთესოს იმსახურებს და საუკეთესოს მიიღებს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს