ირაკლი ფავლენიშვილი - დავინახეთ ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელიც ივანიშვილს მერაბისა და ზვიადის გვერდით სამარცხვინოდ ათავსებს - შეგახსენებთ, ივანიშვილი აფინანსებდა ზვიადის, მერაბისა და ქართველი ხალხის მტერს, გენერალ ლებედს

დღეს ჩვენ დავინახეთ ერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელიც ივანიშვილს მერაბისა და ზვიადის გვერდით სამარცხვინოდ ათავსებს - შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ზვიადის, მერაბისა და ქართველი ხალხის მტერს გენერალ ლებედს!- ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზაზე ერთადერთი დაბრკოლება ივანიშვილია.

“დღეს, პირველი რაც ჩვენ დავინახეთ, ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსება, რადგან არ შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის პრივილეგია ჰქონდეს მიტაცებულ ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოში შაჰ აბასობა აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ “ოცნება“ საზეიმო ვითარებაში დაესწრო შაჰ-აბასის მიერ ქართველი ხალხის იძულებით გადასახლების 400 წლის იუბილეს. დღეს გამოჩნდა, თუ ვის გვერდით დგას ქართველი ხალხი - შაჰ აბასობის აღმნიშვნელების თუ ჩვენი - თავისუფლებისთვის მებრძოლების გვერდით.

ასევე, შეუძლებელია საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა მიიტაცოს ხალხმა, რომელიც დამოუკიდებლობის მთავარი მტრის - რუსეთის ინსტრუქციების მიხედვით იბრძვის, რომელიც გიორგი ანწუხელიძეს პიარშეწირულს ეძახის და რომლისთვის რუსეთი ოკუპანტი არ არის. ის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთი ოკუპაციას ახდენს, დამოუკიდებლობის აღმნიშვნელი ვერ იქნება. ამიტომ არის ასეთი მკვეთრი კონტრასტი - დილას რაც ხდებოდა და ახლა რაც ხდება!

ჩვენს თვალწინ ზღვა ხალხია! ვამაყობ, რომ წარმოვადგენ პარტიას, რომელმაც ერთი მხრივ საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა აღმართა - ეს პოლიტპატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ასევე, ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ქართული ტრადიციების და იდენტობის მიხედვით, გორგასლიან-დავითიანის ხუთჯვრიანი დროშა ამაყად აღმართა. ეს არის საქართველოს არჩევანი - იდენტობა, ღირსება და ევროპა ერთდროულად!“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს