ნიკა გვარამია - ძალიან მალე შემდეგ აქციაზე გელოდებით, ძალიან მალე ახალ, ნამდვილ არჩევნებს მივიღებთ და მივიღებთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემიდან განდევნილს

ძალიან მალე შემდეგ აქციაზე გელოდებით, ძალიან მალე ახალ, ნამდვილ არჩევნებს მივიღებთ და მივიღებთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის პოლიტიკური სისტემიდან განდევნილს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, იწყება კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ და ეს კამპანია დამთავრდება ახალი დემოკრატიული არჩევნებით.

„საქართველო არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ რეჟიმს. მე მინდა თბილისიდან ერევანში მივესალმო მარკო რუბიოს თქვენთან ერთად ტელეფონების ანთებით. საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს თბილისში, შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში. დედაქალაქ თბილისში უნდა ჩამოდიოდეს ყველა და აქ უნდა წყდებოდეს ამ რეგიონის მთავარი საკითხები. ვესალმებით მარკო რუბიოს, აშშ-ს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს, ყველას ვისაც უყვარს საქართველო და ვინც გვიყვარს ქართველებს.

ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, "საქართველო იმსახურებს უკეთესს", ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი.

მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ, 2023 წელს დაპატიმრებულებს, 2024 წელს დაპატიმრებულებს, 2025 წელს დაპატიმრებულებს, ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ჩართონ ერთწუთიანი „ფეისბუქ ლაივები“, სადაც ისაუბრონ იმის შესახებ, თუ „რა უნდათ ოპოზიციისგან“ და როგორ ხედავენ მომავალს.

"დაბოლოს, მე მინდა მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს და მინდა გთხოვოთ, არ დაგეზაროთ, ერთი წუთი დაუთმოთ თქვენს „ფეისბუქ ლაივს“ და ერთი წუთის განმავლობაში ილაპარაკოთ, რა გინდათ ოპოზიციისგან, როგორ ხედავთ შემდეგ დღეებს, კვირებს, თვეებს, ყველა ეს „ლაივი“ იქნება ნანახი და გათვალისწინებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს