პოლიციამ დააჯარიმა და ერთი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოართვა ავტომობილის მძღოლს, რომელმაც საპროტესტო აქციაზე აპარატურა მიიტანა

ავტომანქანა, რომლითაც რუსთაველის გამზირზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს, სამართალდამცავებმა ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერეს.

როგორც “ოპოზიციური ალიანსის” წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, სამართალდამცავებმა ავტომობილი წაიყვანეს, ხოლო მძღოლი 1 000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვეს.

როგორც თენგო თევზაძემ განაცხადა, მსგავსი „ლაჩრული“ ქცევის არავის ეშინია.

„დაახლოებით, ათი ეკიპაჟი მოვიდა, ალყაში მოგვაქციეს, გადმოიყვანეს მძღოლი მანქანიდან. ამ პოლიციელებმა მანქანა წაიყვანეს, გაგვტაცეს. მძღოლი ათასი ლარით დააჯარიმეს და მართვის უფლება შეუჩერეს ერთი წლით, ადამიანს, რომელსაც არაფერი დაშავებია. ამათთან სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, მაგრამ როგორ არიან შეშინებულები, ცხადია. ბრძოლა გაგრძელდება, ამათი არავის ეშინია, ამ ლაჩარი და კუდში მადევარი ხალხის. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ბრძოლა იქნება ბოლომდე“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებმა სცადეს, რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების და შესაბამისი აპარატურის შეტანა, რის საშუალებაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან სცენის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებულ წერილში თბილისის მერიამ "დაუშვებლად მიიჩნია" რუსთაველის გამზირზე კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო სატრანსპორტო მოძრაობის სქემების ცვლილებით და სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების "დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით".

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს