ისრაელმა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის წინააღმდეგ დარტყმა განახორციელა

ისრაელმა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის წინააღმდეგ დარტყმა განახორციელა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმის სამიზნე ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ახალი მეთაური, მოჰამედ ოდეჰი იყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტეს ის, თუ რა შედეგით დასრულდა დარტყმა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა ღაზას რიმალას უბანში საცხოვრებელ შენობას დაარტყა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მოჰამედ ოდეჰმა რამდენიმე დღის წინ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის თანამდებობაზე იზ ალ-დინ ალ-ჰადადი შეცვალა, რომელიც 15 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად დაიღუპა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს