გაერო-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა

გაერო-ში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.

ვასილი ნებენზიამ აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის ხელმძღვანელობით გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ალიმოვი უნდა დასწრებოდა.

„რუსეთის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის მოწვევის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ალიმოვის დონეზე, რომელიც გაერო-სთან დაკავშირებულ საკითხებს ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნებენზიამ.

ნებენზიამ აღნიშნა, რომ რუსეთმა აშშ-ის დარწმუნება სცადა, რომ ალიმოვისთვის ვიზა გაეცა, თუმცა უშედეგოდ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს