არმაზ ახვლედიანი - სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ, რა ბუნებისაა რეჟიმი - წარმატებას სჭირდება არა მხოლოდ ერთი მრავალრიცხოვანი აქცია, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების დარწმუნება

დავსვათ კითხვა: არის თუ არა საკმარისი ასეთი პროტესტი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად? პასუხი მარტივია - არ არის საკმარისი, - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ 26 მასის გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, საზოგადოება დაიღალა იმით, რომ მრავალი წლის განმავლობაში პროტესტი ვერ აღწევს სათანადო, სასურველ შედეგს.

„უპირველესად, საკმარისი არ არის იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ, რა ბუნებისაა ეს რეჟიმი. ვამბობთ, რომ ცბიერები არიან, ვირ-ეშმაკები არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ეს ემოციური შეფასებაა, ეს არ შველის საქმეს.

ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ რეჟიმი მისი პროპაგანდით, ადმინისტრაციული რესურსით და იმით, რომ ის ფაქტობრივად ჩაბეტონდა ამდენი ხნის განმავლობაში, ის ახერხებს იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს მგრძნობელობა დაკარგული აქვს პროტესტის მიმართ, ხელისუფლების მიერ გადადგმული კატასტროფული ნაბიჯების მიმართ სოციალურ სფეროში, სამართლიანობის სფეროში, ევროპის მისამართით, ყველა ეს მიმართულება ხომ ჩახერგილია დღეს საქართველოში.

საზოგადოება დაიღალა იმით, რომ მრავალი წლის განმავლობაში პროტესტი ვერ აღწევს სათანადო, სასურველ შედეგს. და მესამე, ოპოზიცია დღეს ვერ ასხივებს. წარმატებას სჭირდება არა მხოლოდ ერთი მრავალრიცხოვანი აქცია, არამედ სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების დარწმუნება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს