BBC - ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში, ისრაელის ინტენსიური დარტყმების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების პირობა დადო, - ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმების ბოლო ტალღის დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტსა და მებრძოლს დაარტყეს. BBC-ი წერს, რომ ეს აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაბომბვის ღამე იყო.

გუშინ, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აღრმავებს თავის ოპერაციას ლიბანში.

„ისრაელის თავდაცვის ძალები დიდი ძალებით მოქმედებენ ადგილზე და იკავებენ დომინანტურ ტერიტორიას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისინი ამაგრებენ უსაფრთხოების ზონას, რათა ჩრდილოეთ ისრაელის თემები „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან დაიცვან.

BBC-ი წერს, რომ ისრაელის საჰაერო და საარტილერიო დარტყმები ყოველდღიურად გრძელდება, განსაკუთრებით ლიბანის სამხრეთით, „ჰეზბოლა“ კი რაკეტებსა და დრონებს ისვრის ჩრდილოეთ ისრაელის თემებისა და ისრაელის ჯარებისკენ, რომლებიც სამხრეთ ლიბანის ნაწილებს იკავებენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს