ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ტიპის რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, საარტილერიო რაკეტები და ხელოვნური ინტელექტით მართვადი ზუსტი ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა, რომლებიც თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად არის შექმნილი, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მეთვალყურეობით განხორციელდა.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, რაკეტების გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ იარაღი და ავტომატური გაშვების სისტემები წარმატებით განახლდა თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების სათანადო პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რათა მათი საბრძოლო გამოყენება გაუმჯობესდეს.

კიმ ჩენ ინის თქმით, რაკეტების გამოცდამ განსაკუთრებით დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო მზადყოფნა, რომლებიც სამხრეთ კორეასთან საზღვართან მდებარე საარტილერიო ქვედანაყოფებში განთავსდება. ამ რაკეტას აქვს ნავიგაციის რამდენიმე სისტემა, მათ შორის რელიეფის რუკების შექმნის და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მართვის სისტემები, რაც მას საშუალებას აძლევს მაღალი სიზუსტით დაარტყას 100 კილომეტრის რადიუსში არსებულ ნებისმიერ სამიზნეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს