რადოსლავ სიკორსკი - რუსეთს ნატო-ს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყების შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ შეუძლია საბოტაჟის და პროვოკაციების განხორციელება

რუსეთს ამჟამად ნატო-ს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყების შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ შეუძლია დივერსიული ქმედებების ან პროვოკაციების განხორციელება, რისთვისაც ალიანსი მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი პოლონეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ეს სერიოზულად უნდა აღიქვან.

„დღეს რუსეთს ნატო-ს წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყების შესაძლებლობა არ აქვს და ის რომ ამისთვის ემზადებოდა, ჩვენ ამას დავინახავდით - გვაქვს თანამგზავრული დაზვერვა. ვნახეთ 100 000 ჯარისკაცის კონცენტრაცია უკრაინის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში იზრდება“, - აღნიშნა პოლონელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის განზრახვები უფრო სერიოზულია, ვიდრე დასავლეთ ევროპა ელოდა.

„რუსეთს შეუძლია საბოტაჟის ან პროვოკაციების განხორციელება, რაც სრულმასშტაბიან შეჭრას ვერ უტოლდება. ნატო ასეთი ქმედებებისთვის მზად უნდა იყოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა