MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

აპლიკაცია MyCellfie საერთაშორისო პლატფორმის - Best Mobile App Awards-ის გამარჯვებული გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

„Best Mobile App Awards ავლენს აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებით, სიმარტივით, ფუნქციონალითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან. მოხარულები ვართ, რომ ჯილდო დაიმსახურა ჩვენი მომხმარებლების საყვარელმა აპლიკაციამ. MyCellfie უკვე დიდი ხანია ჩვენი აბონენტების რჩეული ციფრული სივრცეა, სადაც ერთი აპით მართავენ ყველაფერს - ბალანსიდან და პაკეტებიდან დაწყებული, პერსონალიზებული შეთავაზებებით, ლოიალობის პლატფორმით და სხვადასხვა ყოველდღიური სერვისებით დასრულებული.

MyCellfie არა მხოლოდ მრავალფუნქციური, არამედ მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. აპლიკაციის აქტიური მომხმარებლების მაჩვენებელმა თითქმის 60%-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 მომხმარებლიდან თითქმის 6 MyCellfie-ს იყენებს.

MyCellfie-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა Vodafone-თან პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ლოიალობის პლატფორმა Happy, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიურ შეთავაზებებზე აძლევს წვდომას. აპლიკაციაში ინტეგრირებულია Bonus Steps ფუნქციონალი, რომელიც ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას ინტერნეტ ბონუსებად აქცევს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ციფრული მიმართულებების და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, ია კუპატაძემ აღნიშნა, მათთვის ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეს ჯილდო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ მომხმარებლის გამოცდილებასა და იმ ყოველდღიურ ღირებულებას უკავშირდება, რომელსაც MyCellfie ქმნის. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ადამიანებისთვის რაც შეიძლება მარტივი და სასარგებლო გავხადოთ - ისე, რომ აპლიკაცია არ იყოს უბრალოდ სერვისი, არამედ რეალურად პასუხობდეს მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს“, - განაცხადა ია კუპატაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს