პარლამენტის განათლების კომიტეტის ფარგლებში სახელმწიფო ენის დაცვის და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფარგლებში სახელმწიფო ენის დაცვის და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა წარადგინა, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მარიამ ლაშხის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მიზანი ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების სტანდარტიზაცია და “სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება იქნება.

სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვისას, კომიტეტის წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა, რომ “სკოლებში ქართული ენის გრამატიკა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რადგან ენა გაგვექცა და დაგვიბინძურდა“.

“ენის სამემკვიდრეო ვალდებულება, რომ ჩვენი სულიერი საიდუმლო, ქართული საიდუმლო შთამომავალ მემკვიდრეზე კარგად გადაიცემოდეს, საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქართული სიტყვა და შინაარსი ეს არის სასწაული დაცვის იარაღი, ეს არის სამკურნალო იარაღი, ეს არის მასტიმულირებელი იარაღი, დაგროვილი ცოდნის გადაცემის საუკეთესო უნიკალური საშუალება და ეს უნდა აღვადგინოთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ “სახელმწიფო ენის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. კანონის თანახმად, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას აღნიშნული დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს