შალვა პაპუაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს, გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ - ვნახოთ, ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია, თუ რა ინტერესები აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს, გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ - ვნახოთ, ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია, თუ რა ინტერესები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მოსაწონად მოქმედებს და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად.

„ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით. ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის რომ თავი მოვაწონოთ ვინმეს. არამედ, ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს, გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ. ვნახოთ, ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია, თუ რა ინტერესები აქვთ. ჩვენი ინტერესები მარტივია. ჩვენი ინტერესია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. სწორედ ამ ორ შიდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებიც. ასე რომ იქნება ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ან ორგანიზაციასთან, ყველაფერი იზომება ამ ორი მიზნით. ხელს უწყობს თუ არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ხელს უწყობს თუ არა ეს ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას. სწორედ ამ დღის წესრიგით ვესაუბრებით ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებსაც. ვნახოთ, სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია