შალვა პაპუაშვილი - ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდი  უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ, იმედს გვაძლევს, რომ ხდება საქართველოსთან მათი პოლიტიკის გადააზრება

ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდი ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება უკრაინის ხელისუფლებაში მათი პოლიტიკისა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ქართველი და შვეიცარიელი კოლეგების მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერის შესახებ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველომ უკრაინასთან მიმართებით ასეულობით რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელსაც მომავალშიც გააგრძელებს. პაპუაშვილის თქმით, „ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ“.

„ჩვენ ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნქციონირებდეს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვისაც.

როგორც აქამდე ასეულობით რეზოლუციას და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტს მხარი დაუჭირა და იყო ინიციატორი საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას და ყოველთვის ასე ვიქცეოდით, მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან. ის სიგნალები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდი ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება უკრაინის ხელისუფლებაში მათი პოლიტიკისა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. დაველოდოთ, მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რომელიც აქამდე ჰქონდა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს