შალვა პაპუაშვილი - ყველას გაეგზავნებოდა მოსაწვევი, მე მგონი, პეტერ ფიშერის სურვილიც არ იქნებოდა 26 მაისის ღონისძიებაზე დასწრება - ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე

ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე - მან თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, გაუგზავნეს თუ არა გერმანიის ელჩს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების მოსაწვევი, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ყველას გაეგზავნებოდა“.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თავად ელჩის სურვილიც არ იქნებოდა ღონისძიებაზე დასწრება.

„რა თქმა უნდა, ყველას გაეგზავნებოდა [მოსაწვევი]. მე მგონი, მისი სურვილიც არ იქნებოდა [ღონისძიებაზე დასწრება], იმიტომ, რომ გუშინ იქ ვიდექით ქართულ ჯართან ერთად და ვისმენდით ქართული ჯარის ფიცს. მთელმა საზოგადოებამ ჩავიბარეთ წვევამდელებისგან ქართული არმიის ფიცი, ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, მხარს უჭერს და ამართლებს ზიზღს, სიძულვილის ენას, ძალადობას. ასე რომ მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან. მე არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ რა თქმა უნდა, ყველას გაეგზავნებოდა [მოსაწვევი],“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს