გიორგი შარაშიძე აქციაზე - მე გეგმა ვერ მოვისმინე, ჩვენ გეგმის გაჟღერებას ვთხოვთ იმ დროიდან, როცა ბოიკოტის კამპანია დაიწყო - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური

გუშინდელი აქცია არ იყო განსაკუთრებული სიახლე. არ მგონია, ეს რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის იყოს - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური და საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაც, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციები პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლების შესაცვლელად, საკმარისი არაა.

“სიმართლე გითხრათ, მე გეგმა ვერ მოვისმინე. ჩვენ გეგმის არსებობას და გაჟღერებას ვთხოვთ მათ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბოიკოტის კამპანია დაიწყო. გახსოვთ, ჩვენ საჯაროდ დავსვით კითხვა, რა გეგმა აქვთ მათ ბოიკოტის შემდეგ და ამ კითხვაზე არათუ მაშინ, დღემდე არ მიგვიღია პასუხი. გუშინდელ აქციაზეც რომ გითხრათ რაღაც განსაკუთრებული გეგმების შესახებ მოვისმინეთ, არ მოგვისმენია. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაციები მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის. ასევე, “ოცნებას” უნდა გაუგზავნოთ გზავნილი კიდევ ერთხელ, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, მაგრამ ასევე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური. ამისთვის, მშვიდობიან პროტესტთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომ ვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ. გულისხმობ პარლამენტს და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ვიბრძვით “ოცნების” წინააღმდეგ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. თავად გუშინდელი აქციაც არ იყო განსაკუთრებული სიახლე. ჩვენ ყოველკვირეულ მარშებს ვხედავთ. არ მგონია, ეს რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის იყოს,” - განაცხადა შარაშიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს