პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე - ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, სამცხე - ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ნინო აღნიაშვილმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა მარიამ მიქუტიშვილმა მოქალაქეებთან სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს და მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, გავრცელებულ დანაშაულებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.

„ასევე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს განუმარტეს რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიმართონ პროკურატურას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს