სვეტლანა ტიხანოვსკაია - კიევში დემოკრატიული ბელარუსის მისია გაიხსნა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დემოკრატიული ბელარუსის მისია გაიხსნა, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიულ ბელარუსსა და უკრაინას შორის უფრო ძლიერი და სისტემატური თანამშრომლობისკენ.

მისი თქმით, ბელარუსებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.

„გუშინ კიევში ოფიციალურად გავხსენით დემოკრატიული ბელარუსის მისია უკრაინაში... მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად: პოლიტიკურად, ინფორმაციულად, უკრაინულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ბელარუსი მოხალისეებისა და მებრძოლების გვერდით დგომით და უკრაინაში მცხოვრები ბელარუსების მხარდაჭერით. ეს მისია ჩვენს საქმიანობას უფრო თანმიმდევრულს და თვალსაჩინოს გახდის. ეს იქნება პლატფორმა დიალოგისთვის, პრაქტიკული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ეს დაეხმარება უკრაინელებს იცოდნენ, ვისთან ითანამშრომლონ და უკრაინაში მყოფ ბელარუსებს იმაში, რომ იცოდნენ, ვის მიმართონ“, - წერს ტიხანოვსკაია.

მისი თქმით, მისიას უხელმძღვანელებს სვეტლანა შატილინა, რომელიც უკრაინაში ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს წარმოადგენს.

„თავისუფალი ბელარუსი და თავისუფალი უკრაინა ერთი მომავლის ნაწილია”, - აცხადებს ტიხანოვსკაია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს