ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად, სვანეთში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში ჩავიდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო

„ძლიერი საქართველო- ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე, თანაგუნდელებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი კუპრაძე სვანეთში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში ჩავიდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

პარტიის ინფორმაციით, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელ მაზერში ოთხი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღის შენობას მალევე სახურავი ჩამოენგრა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ამ დროისთვის ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე არიან დარჩენილები. ასევე, „ლელოს“ ცნობით, მძიმე მდგომარეობაა სოფელ მულაყშიც. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სამი საბავშვო ბაღი აშენდა, მათგან ორი იმავე წელს დაზიანდა და დღეს აღარ ფუნქციონირებს.

“ძლიერი საქართველო- ლელოს“ ცნობით, ადგილზე მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი კუპრაძემ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის აუცილებლობაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სოფლები არ დაიცალოს მოსახლეობისგან, აუცილებელია ადამიანებისთვის ძირითადი პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება.

ირაკლი კუპრაძე უშგულშიც იმყოფებოდა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა განადგურების პირასაა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ქვეყანას სჭირდება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც კულტურულ საგანძურს უყურადღებობით არ გაანადგურებს და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას პრიორიტეტად აქცევს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს