მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამის კანონში ცვლილებები შედის - კანონმდებლობით გათვალისწინებულია „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება

მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამის კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების ამოქმედებას, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას უზრუნველყოფს.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება. კერძოდ, დღეისთვის მოქმედი კანონით, „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. როგორც ბაჩიაშვილი განმარტავს, ერთმანეთისგან გაიმიჯნება „შავ სიაში“ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო მოხვედრის შემთხვევა და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთი წლიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზე.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვას და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირებაში გამოიხატება. კანონპროექტის მიღების შედეგად, ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით სამართლებრივი ურთიერთობების წესები დადგინდება - მათ შორის განისაზღვრება ქვეკონტრაქტორების შერჩევის, პასუხისმგებლობის განაწილების და კონტროლის მექანიზმები.

„აღნიშნულის შედეგად, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური შესაძლებლობები, ისე მთლიანად სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობა“, - აცხადებს მთავრობა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს