განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოაცხადა - წინასთან შედარებით, გაზრდილია შესყიდვის ღირებულება

განათლების სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოაცხადა.

როგორც ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება, განმეორებით ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 45 658 840 ლარით განისაზღვრა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს 301 ათასი ერთეულის მიწოდებას 25 აგვისტომდე. მეორე ეტაპი მოიცავს 600 ათასი ერთეულის მიწოდებას 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპი 900 ათასი ერთეულის მიწოდებას 30 ნოემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ბაზრის კვლევა პირველად 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა. კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით იყო გამოცხადებული. შედეგად, დადგენილი ფასი შეადგენდა 44 900 000 ლარს. თუმცა როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, 20 მაისს კი „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოაცხადა. ბაზრის კვლევა კვლავ 1 801 000 ერთეულზე იყო გამოცხადებული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს