დაჯი კოვზირიძე ნათია თურნავას - როგორ აუხსნით ჩვენს ღარიბ მოქალაქეებს, რომ საკვები, წამალი, კომუნალური გადასახადები მუდმივად ძვირდება? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ეკონომიკურ პრობლემებს სტატისტიკური ტერმინებით ფუთავს?

როგორ აუხსნით ჩვენს ღარიბ მოქალაქეებს, რომ ისეთი საბაზისო საჭიროებები, როგორიც არის საკვები, წამალი, კომუნალური გადასახადები, მუდმივად ძვირდება? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს სტატისტიკური ტერმინებით ფუთავს და არა პრობლემების მოგვარებით?! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, რომელიც სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის თავზე, რატომ არის საქართველოს ეკონომიკა ამდენად მოწყვლადი მცირე გეოპოლიტიკური შოკების მიმართ.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ ინფლაციის ზრდა ძირითადად გარე ფაქტორებმა გამოიწვია. მაშინ, რატომ არის საქართველო თქვენი 13-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმდენად მოწყვლადი, რომ ნებისმიერი მცირე გარე გეოპოლიტიკური კრიზისი პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს და ხომ არ გინდათ აღიაროთ, რომ ხელისუფლებამ ვერ შექმნა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დაიცავდა მოსახლეობას ინფლაციისგან და გარე შოკებისგან? როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, როგორ აუხსნით ჩვენს ღარიბ მოქალაქეებს, რომ ისეთ საბაზისო საჭიროებები, როგორიც არის საკვები, წამალი, კომუნალური გადასახადები მუდმივად ძვირდება? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს სტატისტიკური ტერმინებით ფუთავს და არა რეალური პრობლემების მოგვარებით?!“ - განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს