დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, თუმცა საჭიროა დავფიქრდეთ, საერთოდ არის კი ეს ოცნება - თურქეთის წინ  მუდმივად „სტაფილო“ უჭირავთ, თუმცა ის ევროკავშირს ვერაფრით უახლოვდება

ევროკავშირის წევრობა ბევრი ქვეყნისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, რასაც თურქეთის მაგალითიც ადასტურებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ევროკავშირის წევრობა მრავალი სახელმწიფოსთვის აუხდენელ ოცნებად იქცევა. თუმცა ყოველთვის საჭიროა დავფიქრდეთ, საერთოდ არის კი ეს ოცნება და განვიხილოთ, რა და როგორი დივიდენდების მოტანა შეუძლია ევროინტეგრაციას სომხეთისთვის”, - აღნიშნა პესკოვმა.

მან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის მცდელობებზე ისაუბრა.

“ევროკავშირის წევრობა ასეთი რამაა: ერთი მხრივ, ყველა ქვეყანას ეჩვენება, რომ კარს მოადგა. ეს თურქეთიდან ძალიან კარგად ვიცი. თურქეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს “სტაფილო“ მუდმივად თურქეთის წინ უჭირავთ და ვერაფრით ვერ უახლოვდება. თითქოს უკვე-უკვე ახლოსაა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი ხდება“, - აღნიშნა პესკოვმა

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს