თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებული დემეტრე ჩიქოვანი და კიდევ ერთი პირი, ანი ნასყიდაშვილი დამნაშავეებად ცნო. სასჯელის ზომას კი მოსამართლე 2 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. ამ შემთხვევაში პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავებოდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ეხმაურება.

„დიახ! სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო! 6 თვის განმავლობაში „იცირკავა“ ბრალდებულების მშობლებმა და ადვოკატებმა! მაგრამ დიახ, ეს ცირკი არ იყო! ეს იყო უდანაშაულო ჯანსაღი, გენიოსი, ახალგაზრდის მკვლელობა! სასჯელის ზომის გამოცხადების დღე ჩაინიშნა 2 ივნისს 12 საათზე!“- წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანისა და კიდევ რამდენიმე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო ორ ძირითად მუხლში (რომლებიც მოიცავდა ჯამში 5 კონკრეტულ ეპიზოდს) და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წელი და 9 თვე პატიმრობა.

საქმის მიმდინარეობისას პროკურატურამ დემეტრე ჩიქოვანს ბრალი რამდენჯერმე დაუმძიმა. საბოლოოდ, სასამართლომ იგი შემდეგი მუხლებით გაასამართლა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას, ჩადენილი ჯგუფურად, გულისხმობს. ასევე, სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილები, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, გულისხმობს.

პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს ერთიანი გამოძიების ფარგლებში 5 ეპიზოდს მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ამ ერთიანი გამოძიების ფარგლებში დემეტრე ჩიქოვანთან ერთად ბრალდებულები იყვნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომლებსაც 10 წელი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს