შალვა კერესელიძე ნათია თურნავას - რა ვალდებულება გქონდათ ასეთი ოთარ  ფარცხალაძის წინაშე ან ვისგან რა დავალება მიიღეთ, რომ ერთი სანქცირებული ადამიანის გადარჩენას საქართველოს მთელი საბანკო სისტემის რეპუტაცია შესწირეთ?

რატომ ჩააყენეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაცია რისკის და საფრთხის ქვეშ ერთი სანქცირებული ადამიანის გამო? - რა ვალდებულება გქონდათ ასეთი ბატონი ოთარ ფარცხალაძის წინაშე ან ვისგან რა დავალება და პოლიტიკური დაკვეთა მიიღეთ ისეთი, რომ ფარცხალაძის ფინანსურ გადარჩენას საქართველოს მთელი საბანკო სისტემა და რეპუტაცია შესწირეთ? - ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მივიდა.

კერესელიძე დაინტერესდა თურნავას პასუხით კითხვაზე, რომელი პოლიტიკური დაკვეთით ან ვისი დავალებით შეიცვალა კანონით დადგენილი წესები.

“მთელი საზოგადოება თქვენგან და თქვენი უწყების მხრიდან ელოდა მკაცრ პოზიციას თუ გგონიათ, რომ საზოგადოებას სჯერა, რომ ეს ყველაფერი თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო და დროში და პოლიტიკაში შემთხვევით დაემთხვა ფარცხალაძის ინტერესებს?“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ ნათია თურნავას მისამართით.

კერესელიძემ კიდევ ერთი კითხვა, მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და ბანკების მოგებაზე დასვა. ის დაინტერესდა, რატომ იქცა ეროვნული ბანკის პოლიტიკა ბანკების სუპერმოგების გარანტად.

“თქვენ მთელი წლის განმავლობაში 8%-იანი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი შეინარჩუნეთ. ამავე დროს, კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ, ხოლო ბიზნესი და საქართველოს მოქალაქეები ძვირ და მაღალპროცენტიან სესხებზე დარჩნენ. ეს სასურსათო ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზეც დადასტურდა, როდესაც ფერმერები, მეწარმეები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ძვირ და მაღალპროცენტიან სესხების პრობლემას ყველა ერთხმად აღნიშნავდა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მოსაგვარებელ პრობლემად თვლიდა. რატომ იქცა ეროვნული ბანკის პოლიტიკა ფაქტობრივად ბანკების სუპერმოგების გარანტად?

მიუხედავად “პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ პოლიტიკისა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ვალზეა, საბანკო სესხებზეა დამოკიდებული და საკუთარი შემოსავლების ძალიან დიდ ნაწილს ძვირ ფულში და მაღალ საბანკო სესხებში იხდის. გაქვთ თუ არა შეფასება გაკეთებული, რამდენი ოჯახი იხდის შემოსავლის კრიტიკულ ნაწილს სესხებში და რატომ ვერ მოახერხა ეროვნულმა ბანკმა შეემცირებინა მოსახლეობის განსაკუთრებულად გადაჭარბებული მაღალი ჭარბვალიანობა?“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს