ნათია თურნავა - შესაძლოა, გარკვეულ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით არამხოლოდ განცდა, არამედ მისი უფრო სწრაფად გაძვირების ფაქტიც იყოს, მაგრამ, მთლიანობაში, ეს განცდები და ინფლაციური მოლოდინები მართვას ექვემდებარება

შესაძლოა, გარკვეულ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით არამხოლოდ განცდა, არამედ მისი უფრო სწრაფად გაძვირების ფაქტიც იყოს, ნამდვილად ასეა, ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული, მათ შორის, საიმპორტო ფასებზე და სხვა ფაქტორზე, მაგრამ, მთლიანობაში, ეს განცდები და ინფლაციური მოლოდინები მართვას ექვემდებარება,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც თურნავამ განაცხადა, ინფლაცია ითვლება ყველაზე მოხმარებადი სასაქონლო დასახელებების კალათის მიხედვით.

„სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე, სხვადასხვა ტემპით იზრდება მართლაც ფასები, ზოგიერთი უსწრებს მეორეს. მთლიანობაში, ინფლაცია ითვლება ყველაზე მოხმარებადი სასაქონლო დასახელებების კალათის მიხედვით. ამიტომ, ასახავს როგორც ხშირად გამოყენებადი მომსახურების ასევე, მაღალ მოხმარებადი საქონლის ფასებს. მთლიანობაში, ეს გასაშუალოებული მაჩვენებელია.

ასევე, ზოგადად, თუ შევხედავთ, მოსახლეობის და ბიზნესის განცდას ფასებთან დაკავშირებით, ის პირველ რიგში აისახება ხისტი ფასების მაჩვენებლებში, ეს არის საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ჯერ მიზნობრივთან ახლოს არის. შესაძლოა, გარკვეულ სასაქონლო ჯგუფთან დაკავშირებით არამხოლოდ განცდა, არამედ მისი უფრო სწრაფად გაძვირების ფაქტიც იყოს, ნამდვილად ასეა, ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული, მათ შორის, საიმპორტო ფასებზე და სხვა ფაქტორზე, მაგრამ, მთლიანობაში, ეს განცდები და ინფლაციური მოლოდინები არის მართული“,- განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია