გერმანიის საელჩო - საელჩო არ მონაწილეობს საქართველოს ყველა საშინაო დისკუსიაში, რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ფაქტები არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანია საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი მხარდამჭერი იყო

ფაქტები არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი- ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო წერილში გერმანიის საელჩო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „გერმანიის ელჩს თავად არ ექნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, რადგან ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე“.

„რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას,“- აღნიშნულია წერილში.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის საელჩოს არ დაუზუსტებია, ესწრებოდა თუ არა გერმანიის ელჩი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნით ღონისძიებას და თუ არ ესწრებოდა, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

ამასთან, საელჩოს წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გერმანიის მიზანია საქართველოსთან განაგრძოს მეგობრული თანამშრომლობა.

„გერმანიის საელჩო არ მონაწილეობს საქართველოს ყველა საშინაო დისკუსიაში. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას. ფაქტები კი არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი.

ეს მარტივად შეიძლება იქნას გადამოწმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან საქართველოს თავდაცვის მინისტრთან.

გერმანია მიზნად ისახავს განაგრძოს ეს მეგობრული თანამშრომლობა.

ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა!“- ნათქვამია გერმანიის საელჩოს წერილში.

არსებული ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ ესწრებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადსებით, მოსაწვევი ყველას გაეგზავნა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს