მარგუს ცაჰკნა - რუსეთის მუქარის მიუხედავად, ესტონელი დიპლომატები კიევს არ ტოვებენ - ესტონეთი მუქარის წინაშე ქედს არ მოიდრეკს

რუსეთის მუქარის მიუხედავად, ესტონელი დიპლომატები კიევს არ ტოვებენ - ჩვენი საელჩო ღია რჩება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი განცხადებით, დიპლომატების, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მუქარა მიუღებელია და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა.

„რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობები მხოლოდ მის ნამდვილ სახეს ავლენს. ესტონეთი მუქარის წინაშე ქედს არ მოიდრეკს. ჩვენი საელჩო ღია რჩება, ჩვენი დიპლომატები კიევში რჩებიან და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ეს შეტყობინება გუშინ ტალინში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელსაც გადასცეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს