ბრიტანეთის საელჩო - დასანქცირებული ქართული კომპანიები რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ - სანქცირებულ სუბიექტებთან ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონი დოლარია

ბრიტანეთის საელჩო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებს, სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა კი სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

„გუშინ, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. აღნიშნულ ქსელს რუსეთი იყენებს მოქმედი სანქციების გვერდის ავლის მიზნით და უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დასაფინანსებლად.

სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.

სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია საქართველოდან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

დიდმა ბრიტანეთმა 18 ახალი სანქცია დააწესა.

სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

„ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ 3 ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს