მეუფე გიორგი - როცა გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როცა ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე, არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!

როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან! - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა