მიხეილ სააკაშვილი - დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა - ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა

რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა - ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, არსებული მუხტი „არ უნდა გავაციოთ, პირიქით უნდა გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას“.

„გუშინდელმა ძალიან მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელშიც ხალხმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართველების თავისუფლების დასაცავად ახალი სუნთქვა გაუხსნა ჩვენს საერთო წინააღმდეგობის მოძრაობას.

რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა.

ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა.

დიდი მადლობ ყველას ვინც მოვიდა და ასევე ორგანიზატორებს და ინიციატორებს. ასევე დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი და სხვა პოლიტპატიმრების სურათებით გამოვიდა და იმ გამომსვლელებს, ვინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როცა ერთად ვართ, ბევრი ვართ. როცა ბევრი ვართ, ვერ გვერევიან. საქართველო ჯერ არ მომკვდარა, ის პირიქით ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე.

ოღონდ არსებული მუხტი არ უნდა გავაციოთ, პირიქით გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას.

თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ -წერს სააკაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს