Reuters - ესპანეთის პოლიციამ მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

ესპანეთის პოლიციამ მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განცხადებით, ჩხრეკა მადრიდში, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ შტაბ-ბინაში ჩატარდა.

სასამართლოს ცნობით, ჩხრეკის შედეგად დოკუმენტები ამოიღეს, რომელიც უკანონო დაფინანსების სქემას და პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დესტაბილიზაციის მიზნით შეთქმულებას უკავშირდება.

გამოძიების ფარგლებში მთავარი ფიგურა ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ ყოფილი საორგანიზაციო მდივანი სანტოს სერდანია.

სავარაუდო დანაშაულები ქრთამის აღებას, საიდუმლოების გამჟღავნებას, ყალბი ჩვენების მიცემის იძულებას, ცრუ ბრალდებებს, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ქმედებებს მოიცავს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ დოკუმენტების მოთხოვნა ჩხრეკას არ წარმოადგენდა და პარტია სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე