გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 მაისს 09:50-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანთკარი, ქოჩორაანი, დავათი და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 11:30-დან 20:00 საათამდე - სოფლებს ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, მილახვრიანი, ჩუგუნიაანი, პირმისაანი, მჭადიჯვარი. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი. 13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენეტებს ქ. მცხეთაში გამსახურდიას, კალანდაძის, არსუკიძის, კოსტავას, კანდელაკის ქუჩებზე. 15:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, ჩარდახი, მუხრანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს