პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის რაიონულმა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა, პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა და გამომძიებელმა მიხეილ გოგინაშვილმა თელავის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „კიბერდანაშაული“ შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათვე ცნობით, ბორჯომის N-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ამავე თემაზე საინფორმაციო შეხვედრა სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა - თამარ ზურაბაშვილმა, ელიზავეტა დურგლიშვილმა და გამომძიებელმა გიორგი გვარამაძემ გამართეს.

“„კიბერდანაშაულის“ თემაზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ბერიაშვილმა და პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა გააცნეს.

პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. ასევე, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს