ელენე ხოშტარია - ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო - პოლიტიკოსებისთვის თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა არის ძალიან ბევრი შრომის დრო

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, თვითკმაყოფილების დრო, რა თქმა უნდა, არ არის, ახლა არის ძალიან ბევრი შრომის დრო, - ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციას.

განცხადებაში, ხოშტარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაუდგეს გვერდით იმ ავტომობილის მძღოლს, რომელიც პოლიციამ დააჯარიმა საპროტესტო აქციაზე აპარატურის მიტანის გამო.

„ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ამ დღისთვის შესაფერის ღირსეულ საპროტესტო აქციას!

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, თვითკმაყოფილების დრო, რა თქმა უნდა, არ არის, ახლა არის ძალიან ბევრი შრომის დრო.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მანქანის მძღოლის გვერდში დადგომა, რომელმაც მარშის დროს აპარატურა შემოიტანა. ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ამ ადამიანს არანაირი ტვირთი არ დააწვეს და მასზე ჯოხი არ გადატყდეს. ჩემი მხრიდან, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. თქვენ კი, მადლობა, ასეთი გულისხმიერი და მყისიერი მოქმედებისთვის.

ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე",- ნათქვამია ხოშტარიას წერილში, რომელიც მის "ფეისბუქზე" ვრცელდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს