ირაკლი კობახიძე - როდესაც გვარამიას, ჯაფარიძის, ზურაბიშვილის დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს - მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიან

როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 26 მაისს, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს ორი წლის წინ.

„რასაც ვწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორიგი აქცია ჩაუვარდათ. გამოსული იყო ადამიანების ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს თუნდაც ორი წლის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. მათ მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე, პრემიერ-მინისტრის თქმით, „დაგეგმილი სცენარების“ ჩავარდნის მიზეზი მათი წარსულია.

„ეს ინფორმაცია არსებობდა. ყოველ ჯერზე მათ ჩამოჰყავთ ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც მათ შორის. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ, ისინი არიან აბსოლუტურად უსახური და უსუსური ადამიანები, შესაბამისად, მათ აქვთ წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ოპოზიციის პატრონები“ არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

„მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიან, თუმცა რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია