პრემიერი - გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე - იყო უმძიმესი ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები

ჩვენ გვქონდა ერთი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, საუბარი იყო ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის.

„თქვენ იცით, რომ იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ვერ დაეტყობა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხალხებს შორის ურთიერთობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გამო გაუარესდა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის - ეს იყო ელჩის გაწვევის საკითხი, ჩვენი ელჩის, პრაქტიკულად, გამოძევების საკითხი, ეს იყო სანქციების დაწესების საკითხი. ელჩი გაიწვიეს ჩვენი ქვეყნიდან იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები და მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. თუ იქნება ინტერესი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ჩვენს ხელისუფლებებს შორის", - აღნიშნა პრემიერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს