პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, ფართოვდება პირთა წრე, ვისზეც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება გავრცელდეს

ფართოვდება პირთა წრე, ვისზეც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება გავრცელდეს.

პარლამენტმა ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მუხლში ხორციელდება.

ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას, შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცვლილებებით, ასევე გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბაზრის კვლევისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას წინასწარი შეთანხმების, გარიგების ან სხვა ქმედებისთვის, თუ ის შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევას იწვევს.

შესაბამისად, “სისხლის სამართლის კოდექსის“ შესაბამისი მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: - “სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით (მათ შორის, ბაზრის კვლევისას და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებისას), პირთა მიერ წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის. მისი განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების თვისობრიობის გათვალისწინებით, შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენის მოხდენა არამხოლოდ შესყიდვების პროცედურების სხვადასხვა ეტაპზე, არამედ მის დაწყებამდეც არის შესაძლებელი. მთავრობა პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესებისთვის არსებითი ხასიათის ზიანის მიმყენებელი შესაძლოა იყოს არამხოლოდ შესყიდვებში მონაწილე პირი, არამედ მასთან დაკავშირებული ან სხვა მესამე პირი. ამიტომ პროექტის ინიციატორს მიაჩნია, რომ აუცილებელია, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობით არ იყოს შეზღუდული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს