ნიკოლ ფაშინიანი - პარტნიორები, რომლებიც ფარული მუქარით რეაგირებენ, საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებენ, არალოგიკურია მუქარა მაღალი ფასებით, გაცილებით მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს პრობლემად არ იქცეს

ევროკავშირში ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას სომეხი ხალხი მიიღებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომეხ ხალხს ალტერნატივა უნდა ჰქონდეს: ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თუ ევროკავშირის შემადგენლობაში იყოს. ამას მე კი არ გადავწყვეტ, არამედ ხალხი, ვისაც ხელისუფლება ეკუთვნის, სომხეთის მოქალაქეები“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ მოსახლეობას ალტერნატივა ჰქონდეს და მათ ეს ალტერნატივა აქვთ.

„ვიტყვი, რომ ჩვენი ის პარტნიორები, რომლებიც ამ პროცესებზე თუნდაც ფარული მუქარით რეაგირებენ, სინამდვილეში საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებენ. ისინი სომეხ ხალხს უნდა მიმართავდნენ და ეუბნებოდნენ: „ჩვენ რაღაც კარგს გავაკეთებთ“. თუმცა, პირიქით, ისინი ამბობენ: „ჩვენ რაღაც ცუდს გავაკეთებთ“. ეს არალოგიკურია. ასევე, არალოგიკურია სომხეთის მუქარა მაღალი ფასებით, რადგან ამ მუქარაზე პასუხი არსებობს: ჩვენ გაცილებით მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს ჩვენთვის პრობლემად არ იქცეს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს