პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რითაც ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 79-ხმით, ერთხმად - პირველი მოსმენით, “ტურიზმის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო.

კანონის პროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: - ტურისტული გიდები, ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოები, ტურაგენტები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. მათთვის ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება.

ამასთან, კანონის პროექტით, “ტურიზმის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები იცვლება. კერძოდ, ტურისტული საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1 000 ლარი იქნება. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გაწევა შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე 3 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შემთხვევაში - 6 000 ლარს. ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 1 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით კი - 3 000 ლარით.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით გათვალისწინებული ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლის ნაცვლად, “ტურიზმის შესახებ“ კანონში გათვალისწინებული იქნება “რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი“. რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების ჩამონათვალსა და განხორციელების წესს მთავრობა განსაზღვრავს.

ასევე, მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სანქციების ნაწილი - 2027 წლიდან.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს