თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ

თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ.

სსიპ-ებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო მერის წარდგინებით დააფუძნებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტმა III მოსმენით მიიღო.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ თვითმმართველ ქალაქებს, გარდა თბილისისა, არა აქვთ უფლება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნონ. თვითმმართველი ქალაქები (გარდა თბილისისა) უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა - მომსახურება, დაჩქარებული მომსახურება, მათ შორის მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება და სხვა.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით.

ამასთან, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოებს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საქმიანობის/მომსახურების საფასური დაუდგინოს.

თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ქალაქის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია