„ოპოზიციის ალიანსი“ - ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია - რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩის პროტესტშია, არამედ თითოეულ მოქალაქეს

გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია. ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ეხმაურება გორში სამართალდამცველების მიერ მოქალაქეზე ძალადობის კადრებს.

განცხადების თანახმად, „ივანიშვილის რუსული, კრიმინალური რეჟიმი საფრთხეს უქმნის“ არა მხოლოდ მათ, ვინც ყოველდღიურად ქუჩის პროტესტშია, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

„წლების განმავლობაში, რუსული რეჟიმი სისტემურად ძალადობს საქართველოს მოქალაქეზე, აწამებს, წამლავს, უკანონოდ აპატიმრებს, ატერორებს ადამიანებს, რასაც ქართველი ხალხი ურყევ წინააღმდეგობას უპირისპირებს.

ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თავად არიან მხილებული ადამიანების სისტემურ წამებაში, რის გამოც ისინი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. ივანიშვილმა საქართველოს პოლიცია მისი კრიმინალური საქმიანობისა და უდანაშაულო ადამიანებზე ზეწოლის იარაღად აქცია, რისთვისაც გააუქმა პოლიციაში სამსახურის დაწყების ყველა გონივრული წინაპირობა.

ივანიშვილის რუსული სისტემა შეზრდილია ორგანიზებულ კრიმინალთან და ნაცვლად დამნაშავეობასთან ბრძოლისა მუდმივად ზრდის ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემისგან მომდინარე საფრთხეებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული, მშვიდობიანი და დაცული გარემოს შექმნის ერთადერთი გზა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და დაბალანსებული, მოქალაქის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის დამკვიდრებაა.

ამისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ სანამ რეჟიმი არ დამარცხდება და ძალადობაში დამნაშავე თითოეული პირი არ აგებს პასუხს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე”,- აღნიშნავს „ოპოზიციის ალიანსი“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს