ინიციატივას, რომლის მიხედვით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა I მოსმენით მიიღო მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვით, რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ეს თანამდებობის პირები არიან: - მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები.

შესაბამისი ცვლილებები “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში აისახა.

მოქმედი კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ. სახელფასო დანამატისა და ჯილდოს გაცემის შესაძლებლობა შეზღუდულია როგორც მთავრობის წევრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერებისთვის, ასევე მათი მოადგილეებისთვის.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს ან დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენება-უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის. სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში გაიცემა.

რაც შეეხება ფულად ჯილდოს, კანონის პროექტის გათვალისწინებით, მისი გაცემა დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესარულებისთვის შეიძლება მოხდეს. სახელფასო დანამატის ანალოგიურად, ფულადი ჯილდოც ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში გაიცემა.

“ცვლილებებით გათვალისწინებულ პირთა წრე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს უწყებათა ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული ამოცანების ჯეროვან შესრულებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი. აღნიშნულ პირთა მატერიალური სტიმულირების შესაძლებლობა მათი შრომის წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს უწყებათა საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ეფექტიანობის ზრდას და წახალისებას“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს