მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მიმართულებით.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას და რეგიონული დაკავშირებადობის ზრდას. ასევე აღინიშნა ამერიკის მაღალი ინტერესი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდა ამერიკულ ინვესტიციებზე საქართველოში, მათ შორის, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის (PACE) გაფართოების პროექტზე, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერით.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული დინამიკა და აღნიშნეს, რომ დიალოგის არსებობა პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს